Accessibility links

logo-print

ალექსანდრ კვასნევსკი: "აღმოსავლეთმა უნდა იცოდეს, რომ ის სჭირდება ახალ უკრაინას"


პოლონეთის ექს-პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი თვლის, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის შედეგი ძალიან ოპტიმისტურია და რაც ყველაზე მთავარია, საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურით სრულდება. „გამარჯვებულის შედეგი ძალიან ოპტიმისტურია და კარგია, რომ არ იქნება მეორე ტური“, - განუცხადებია კვასნევსკის ეგზიტ პოლების შედეგების შეფასებისას "პოლონეთის რადიოსთვის". ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს. კვასნევსკი თვლის, რომ, ეგზიტ პოლის მიხედვით, მომავალ პრეზიდენტს შესანიშნავი მანდატი ექნება - ისეთი, როგორიც არავის ჰქონია. პოლონეთის ყოფილი ლიდერის სიტყვებით, უკრაინის ახალ პრეზიდენტს ექნება უდიდესი მნიშვნელობა ქვეყნის სტაბილიზაციის საქმეში. ამასთან, კვასნევსკიმ განაცხადა: „აუცილებელია მთავრობის ფორმულის გაფართოება და მასში აღმოსავლეთ უკრაინის ჩართვა. აღმოსავლეთმა უნდა იცოდეს, რომ ის სჭირდება ახალ უკრაინას“.
XS
SM
MD
LG