Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა


საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა 12 სამხედრო მოსამსახურე, ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის. ამას გარდა, გიორგი მარგველაშვილმა სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა 36 სამხედრო პირი. გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცა სახელმწიფო ჯილდოები. მან პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ მათი გმირობისა და სიცოცხლის ფასად აქვს ქვეყანას ამ უმნიშვნელოვანესი დღის აღნიშვნის შესაძლებლობა. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცების თავდადება არის ქვეყნის მომავალი სიძლიერის, ერთიანობისა და გამარჯვების საწინდარი.
XS
SM
MD
LG