Accessibility links

logo-print

უკრაინის საარჩევნო კომისია: პოროშენკო არჩეული პრეზიდენტია


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მიხაილ ოგენდოვსკის განცხადებით, პეტრო პოროშენკო უკრაინის არჩეული პრეზიდენტია. ოგენდოვსკიმ 26 მაისს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ პოროშენკოს ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს მიღებული მის პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოსაცხადებლად. კომისია საარჩევნო ბიულეტენების 90%-ზე მეტის დათვლის საფუძველზე აცხადებს, რომ 25 მაისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პოროშენკოს ერგო ხმების 54%-ზე მეტი. მის მთავარ კონკურენტს, იულია ტიმოშენკოს ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა სულ 13%-მა.
XS
SM
MD
LG