Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა აშშ-ში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიუ-იორკში მაია ფანჯიკიძე შეხვდება გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს, რომლებსაც გააცნობს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიის ფარგლებში ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებს. ვაშინგტონში მაია ფანჯიკიძე შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს.
XS
SM
MD
LG