Accessibility links

სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხალხი შეიჭრა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის მიმართ საპროტესტო აქცია გაიმართა სოხუმში. დემონსტრაციის მონაწილეები მოითხოვდნენ დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბთან შეხვედრას. რუსეთის სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, ოპოზიციონერთა ჯგუფი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში მაშინ, როცა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ანქვაბთან მოსალაპარაკებლად იყვნენ მის კაბინეტში.
ოპოზიციის ლიდერმა, ვეტერანთა გაერთიანების თავმჯდომარემ, ვიტალი გაბნიამ განაცხადა ადრე, რომ 27 მაის აქციის მიზანი კორუფციის და ახლანდელი ხელისუფლების „ავტორიტარული“ მმართველობის მიმართ პროტესტია. ოპოზიციონერი კანონმდებლის, ახრა ბჟანიას თქმით, რეგიონი სტაგნაციაშია, რადგან მიეჩვია რუსეთიდან საფინანსო დახმარების მიღებას.
XS
SM
MD
LG