Accessibility links

ირაკლი სესიაშვილი: საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოსათვის MAP-ის მინიჭებას


ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოებისთვის უელსის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა მიენიჭოს, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაში 29 მაისს ჩაიწერა. "დღეს ნატოს საპარალამენტო ასამბლეაზე კენჭი ეყარა ნატოს გაფართოების დეკლარაციას, რომელიც ასამბლეის უმრავლესობის მხარდაჭერით დამტკიცდა. დეკლარაციის მე-8 პუნქტში აღინიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, საქართველოს ნატოსთან დაახლოებისთვის უელსის სამიტზე მიენიჭოს MAP",-ი – აცხადებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ირაკლი სესიაშვილი, თედო ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი.
XS
SM
MD
LG