Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს კუვეიტის ამირა სტუმრობს


კუვეიტის ამირა ირანში, თეირანში ჩავიდა, საეტაპო ვიზიტით, რომლის შედეგად უნდა განმტკიცდეს ურთიერთობა ორ ქვეყნას შორის. ირანის ოფიციალური მედიის თანახმად, შეიხი საბაჰ ალ აჰმედ ალ საბაჰი ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა ირანში, სადაც მას ახლავს საგარეო საქმეთა, ნავთობის, ფინანსთა, ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრები. ამირა, თეირანში, როგორც სახელმწიფოს მეთაური პირველი ვიზიტით ჩავიდა. ის შეხვდება ირანის პრეზიდენტს, მოჰამად როჰანის და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს. საუდის არაბეთი და დასავლეთთან შეკავშირებული სხვა არაბული ქვეყნები სპარსეთის ყურის თანამშრომლობის ორგანიზაციის საბჭოში შიშობენ, რომ რეგინში ირანის გავლენა იზრდება. როჰანიმ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თქვა, რომ განავითარებს მეზობელთან ურთიერთობებს.
XS
SM
MD
LG