Accessibility links

ლავროვი: მთავარია, რომ სოხუმში ვითარება ძალადობის გარეშე მოგვარდა


აფხაზეთის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ცალკეული პოლიტიკოსების ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესები დააყენეს - განაცხადა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მან სოხუმში განვითარებულ მოვლენებს აფხაზი ხალხის და აფხაზეთის საშინაო საქმე უწოდა. ლავროვის განცხადებითვე, რუსეთისთვის მთავარია, რომ ვითარება ძალადობის გარეშე და ხელისუფლების და ოპოზიციის დიალოგით მოგვარდა.
XS
SM
MD
LG