Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის აღმოსავლეთში სამი პოლიციელი მოკლეს


კანადის აღმოსავლეთში სამი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაციის დროს სროლის შედეგად. ნიუ ბრუნსვიკის პოლიციის ინფორმაციით, 4 ივნისს, ღამით პოლიციამ მიიღო ინფორმაცია ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი, კამუფლაჟით შემოსილი კაცის შესახებ და გავიდა მითითებულ ადგილზე. სამართალდამცავები 24 წლის ეჭვმიტანილ ჯასტინ ბურკეს ეძებდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას სახლებში დარჩენა სთხოვეს. ამის შემდეგ დაიწყო ურთიერთსროლა, რამაც სამი პოლიციელი იმსხვერპლა. მსგავსი ინციდენტი კანადაში, პროვინცია ალბერტაში 2005 წელს მოხდა. მაშინ შეიარაღებულმა პირმა ოთხი პოლიციელი მოკლა.
XS
SM
MD
LG