Accessibility links

logo-print

თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა პაკისტანში აეროპორტზე მოწყობილ თავდასხმაზე


პაკისტანის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ქალაქ კარაჩის აეროპორტზე მოწყობილ თავდასხმაზე, რომელსაც, სულ ცოტა, 23 ადამიანი შეეწირა. ავტომატური იარაღით, ხელყუმბარებითა და ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული ექსტრემისტები 8 ივნისს, გვიან საღამოს შეირჭნენ კარაჩის საერთაშორისო აეროპორტში. ზოგ თავდამსხმელს უშიშროების სამსახურის წევრის ფორმა ეცვა, აფეთქებლის ჟილეტთან ერთად. 9 ივნისს დილით - მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა აეროპორტში წესრიგის აღდგენის შესახებ გამოაცხადეს, ისევ განახლდა ძალადობა. სამხედრო პირების ცნობით, მოკლულია 10-ვე თავდამსხმელი. დაღუპულებს შორის არიან ასევე აეროპორტის რვა მცველი და პაკისტანის ავიაკომპანიის ოთხი თანამშრომელი. დაიჭრა 26 ადამიანი.
XS
SM
MD
LG