Accessibility links

logo-print

კარაჩის აეროპორტზე თავდასხმას 35 ადამიანი შეეწირა


35 ადამიანი, მათ შორის 10 თავდამსხმელი, დაიღუპა ექსტრემისტების მიერ პაკისტანის ქალაქ კარაჩის აეროპორტზე განხორციელებულ იერიშისა და სროლების შედეგად. მოკლულთა შორის უშიშროების ხუთი თანამშრომელია. როგორც რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ტერორისტების სამიზნე იყო აეროპორტში მდებარე უსაფრთხოების ძალების საწვრთნელი ცენტრი. პაკისტანის თალიბანმა, რომელმაც პასუხისმგებლობა იკისრა მომხდარ თავდასხმაზე, ამ აქტს უწოდა შურისძიება გასულ წელს, აშშ-ის უპილოტო ავიაციის მიერ მისი ლიდერის, ჰაკიმულა მასუდის მკვლელობისათვის.
XS
SM
MD
LG