Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აირჩია რეუვენ რივლინი


ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აირჩია რეუვენ რივლინი, რომელიც ამ თანამდებობაზე შეცვლის სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს, 90 წლის შიმონ პერესს. დღეს კენჭისყრის მეორე ტურში მას 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის მეტოქეს, მეირ შიტრიტს კი - 53-მა. რეუვენ რივლინი 74 წლისაა. ის განათლებით იურისტია, პოლიტიკაში 1980-იანი წლების შუაში მოვიდა. 1988 წელს პირველად იქნა არჩეული კნესეტში მემარჯვენე „ლიკუდის“ ბლოკის შემადგენლობაში. რივლინი უკვე იყრიდა კენჭს პრეზიდენტობისთვის 2007 წელს, მაგრამ შიმონ პერესთან წააგო არჩევნები.
XS
SM
MD
LG