Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ კიევს მოუწოდებს ჰუმანიტარულ ჯგუფებთან თანამშრომლობისკენ


აშშ კიევს მოუწოდებს გაეროსა და სხვა ორგანიზაციების ჰუმანიტარულ ჯგუფებთან თანამშრომლობისკენ, აღმოსავლეთ უკრაინას გამორიდებული მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ეს განცხადება მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ საევაკუაციო დერეფნების შექმნის გადაწყვეტილებას. უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა მოგვიანებით განაცხადა, რომ სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად მუშაობს „უსაფრთხო დერეფნის“ შესაქმნელად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიესალმა პოროშენკოს გადაწყვეტილებას და მას „სწორი ნაბიჯი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG