Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ მოსულიდან ნახევარ მილიონამდე ადამიანი გარბის


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ნახევარ მილიონამდე ადამიანი გარბის მოსულიდან, ერაყის ამ ქალაქის ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტების ხელში გადასვლის შემდეგ. "ერაყსა და ლევანტში ისლამურ სახელმწიფოდ" ცნობილი ჯგუფის მებრძოლებმა 10 ივნისს გამოაცხადეს, რომ აკონტროლებენ მოსულს და ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ნინევიის პროვინციის დიდი ნაწილს რამდენიმედღიანი ინტენსიური ბრძოლების შემდეგ. მიგრაციის ორგანიზაციის ცნობით, მოსულში ძალადობას დიდი მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო პირებს შორის. ექსტრემისტები იანვრიდან აკონტროლებენ ასევე დასავლეთ ერაყში მდებარე ანბარის პროვინციის დედაქალაქ რამადის ზოგ რაიონსა და ქალაქ ფალუჯას. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ პარლამენტს სთხოვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
XS
SM
MD
LG