Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთის თავდაცვის მინისტრი: საქართველო იმსახურებს, აიხდინოს ნატოში გაწევრიანების ოცნება


საქართველო იმსახურებს, აიხდინოს ნატოში გაწევრიანების ოცნება, როგორც ჩვენ გავაკეთეთ ხუთი წლის წინ, განაცხადა ალბანეთის თავდაცვის მინისტრმა მიმი კოდელიმ, რომელიც დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას. მასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიმი კოდელიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ დაინახოს წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო მისიებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ალბანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებითვე, მისი ქვეყანა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამავე პროსკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ სექტემბრამდე საქართველო განაგრძობს აქტიურად თანამშრომლობას ალბანეთსა და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებთან, რათა უელსის სამიტზე ახალი ლოგიკური შედეგი მიიღოს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ნატოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების უმრავლესობას ქვეყანა უკვე აკმაყოფილებს.
XS
SM
MD
LG