Accessibility links

სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ ტელეფონით ისაუბრეს უკრაინაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ივნისს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია და სეპარატისტებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დადოს. ამასთან, ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მზად არის მოწინააღმდეგეებთან მოლაპარაკებისთვის, თუკი პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები იარაღს დადებენ. პეტრო პოროშენკო ოთხშაბათს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოსკოვმა უნდა აღიაროს პოროშენკო უკრაინის ლეგიტიმურ ლიდერად და შეწყვიტოს პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG