Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობა მასობრივად ტოვებს კრამატორსკს


სააგენტო „უნიანის“ ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კრამატორსკის მოსახლეობა მასობრივად ტოვებს ქალაქს. ადგილობრივმა ჟურნალისტმა ალექსანდრ ოლეინიკმა თავის „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა, რომ კრამატორსკში პანიკაა, მას ყველა ტოვებს - პოლიტიკური შეხედულებების განურჩევლად. ბევრი მცხოვრები საარსებო სახსრების გარეშე დარჩა, რადგან უკვე თვეა არ მუშაობს ხაზინა. მუშები ქარხნებს ტოვებენ. კრამატორსკში იუწრება სასმელი წყლის მარაგი. ვითარება ქალაქში გაუარესდა მეზობელ სლავიანსკში წყლის გამწმენდ ნაგებობაზე ავარიის შემდეგ. სლავიანსკში უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ აქტიურ მოქმედებებს შეიარაღებული სეპარატისტების წინააღმდეგ. ჟურნალისტი ალექსანდრ ოლეინიკი წერს, რომმ კრამატორსკის მოსახლეობის პანიკურ განწყობას აღვივებს ადგილზე უკრაინის ხელისუფლების არყოფნა, აგრეთვე უკრაინული მედიის არარსებობა. ქალაქში მაუწყებლობენ მხოლოდ რუსეთის არხები და „„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ რადიო“. თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერ დენის პუშილინის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო რეგიონიდან რუსეთის ფედერაციაში გაიქცა დაახლოებით 15 ათასი ადამიანი. 12 ივნისს როსტოვის ოლქში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდება ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი.
XS
SM
MD
LG