Accessibility links

logo-print

ბარელი ნავთობის ღირებულება 107 დოლარამდე გაიზარდა


ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო ადრეული ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე 13 ივნისს ნავთობის მიწოდების ფასმა ბარელზე 107 დოლარი შეადგინა. 12 ივნისს დადებული კონტრაქტების თანახმად ფირმები ნავთობში 2.13 დოლარით მეტს იხდიდნენ. ნავთობზე ფასის ზრდის ფონია შეიარაღებული ექსტრემისტული ორგანიზაციების წინსვლა მთელი ქვეყნის მასშტაბით და რამდენიმე ქალაქის კონტროლზე აყვანა ერაყში, რომელიც საუდის არაბეთის შემდეგ, OPEC-ში შემავალი ნავთობის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყანაა.
XS
SM
MD
LG