Accessibility links

logo-print

ცესკო: არჩევნების მეორე ტური გაიმართება რვა თვითმმართველ ქალაქსა და 11 მუნიციპალიტეტში


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა თბილისის ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები: ამ ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატებიდან "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, დავით ნარმანიას ერგო ხმების 46,13%, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ნიკა მელიას 27,91%. რახან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა არჩევნების პირველივე ტურში გასამაჯრვებლად საჭირო 50%-ანი ბარიერი, გაიმართება არჩევნების მეორე ტური ნარმანიას და მელიას მონაწილეობით. არჩევნების მეორე ტური გაიმართება კიდევ შვიდ თვითმმართველ ქალაქში - რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში. მეორე ტური გაიმართება გამგებლების ნაწილის ასარჩევადაც - კერძოდ, 59-დან 11 მუნიციპალიტეტში.
XS
SM
MD
LG