Accessibility links

ჯო ბაიდენი რუსეთის მიმართ შემდგომ სანქციებზე ლაპარაკობს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს რუსეთის მიმართ ახალ ზომებზე, თუკი მოსკოვი არ გამოიყენებს თავის ზეგავლენას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტთა ძალადობის შესაჩერებლად. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენს ეს განუცხადებია 18 ივნისს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას. ბაიდენმა პოროშენკო შეაქო მისი მოწადინებისთვის - განახორციელოს სამშვიდობო გეგმა და ქვეყნის გაერთიანებისკენ სხვა ნაბიჯებიც გადადგას. უკრაინის ახალი პრეზიდენტი აპირებს ცალმხრივი ზავის გამოცხადებას და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჰპირდება.
XS
SM
MD
LG