Accessibility links

logo-print

პეტრო პოროშენკო: უკრაინა ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას ხელს 27 ივნისს მოაწერს


უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ იგი 27 ივნისს ბრიუსელში ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების უმნიშვნელოვანეს სავაჭრო და ეკონომიკურ ნაწილს. უკრაინის ყოფილი ხელისუფლების მიერ ამ შეთანხმების პროცესის შეჩერებას გასული წლის ნოემბერში მოჰყვა მასობრივი გამოსვლები კიევის ცენტრში, რასაც თებერვალში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობა მოჰყვა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხების ხელმოწერის მზადყოფნა პეტრო პოროშენკომ 19 ივნისს, ქვეყნის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის წარდგენის დროს გამოთქვა.
XS
SM
MD
LG