Accessibility links

logo-print

სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა პატიმრობის მიუხედავად რჩება თავისი პარტიის ლიდერი


სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა, რომელსაც კორუფციაში ედება ბრალი, ციხეში მოათავსეს. 2013 წლის ივნისში სასამართლომ დამტკიცებულა ცნო, რომ 2006 წელს მან გავლენა მოახდინა ტენდერის შედეგებზე სლოვენიის არმიისთვის ფინეთის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაში. გარიგების საერთო ღირებულება 280 მილიონი დოლარი იყო. იანშა პატიმრობის მიუხედავად რჩება სლოვენიის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. თუკი მისი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში, სასამართლომ შესაძლოა სასჯელი გადაუვადოს პარტიის ლიდერს. სლოვენიაში საპარლამენტო არჩევნები 13 ივლისს ტარდება.
XS
SM
MD
LG