Accessibility links

logo-print

ავღანეთში თალიბებმა ნატოს სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში


ავღანეთის რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, თალიბანმა იერიში მიიტანა და რამდენიმე რაკეტა ესროლა ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადის აეროპორტთან მდებარე ნატოს სამხედრო საჰაერო ბაზას. ზარალის თაობაზე ცნობაშია არაფერია ნათქვამი. თავდასხმის გამო პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. მისი განცხადებით, თალიბების მიერ ნატყორცნი რაკეტებით აეროპორტის ტერიტორიაზე რვა აფეთქება მოხდა. ცნობით, ერთი თუ ორი რაკეტა მოხვდა აშშ-ის სამხედრო- საჰაერო ბაზის მახლობელ არეალს.
XS
SM
MD
LG