Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტებმა ერაყის საჰაერო ბაზაზე მიიტანეს იერიში


ერაყიდან გავრცელებული ცნობებით, ექსტრემისტებმა იერიში მიიტანეს ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს საჰაერო ბაზაზე იმ ფონზე, როცა ერაყში ჩავიდნენ აშშ-ის სამხედრო მრჩევლები, რათა მთავრობის ძალებს სუნიტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში დაეხმარონ. გავრცელებული ცნობებით, ექსტრემისტებმა საჰაერო ბაზა ალყაში მოაქციეს და ნაღმსატყორცნებით მიიტანეს იერიში. პარალალურად, კვლავ გაურკვეველი რჩება ვინ აკონტროლებს ბაჯიში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ საწარმოს, სადაც მთავრობის ძალები უკვე ერთ კვირაზე მეტია ებრძვიან ექსტრემისტებს, რომლებსაც ქვეყნის ჩრდილოეთში და დასავლეთში არაერთი ტერიტორია აქვთ ხელში ჩაგდებული. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ერაყს დახმარების სახით 300 სამხედრო მრჩევლის გაგზავნა შესთავაზა, თუმცა თავი შეიკავა საჰაერო დარტყმების განხორციელების თაობაზე თხოვნის დაკმაყოფილებისგან.

XS
SM
MD
LG