Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერ-მინისტრი უარყოფს მოწოდებებს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებაზე


ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ნური ალ-მალიკიმ უარყო მოწოდებები ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირების თაობაზე, რომლითაც სუნიტთა მზარდ ამბოხებასთან უნდა მომხდარიყო დაპირისპირება. ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში მალიკიმ, რომელიც თავად ერაყის შიიტური უმრავლესობის წარმომადგენელია, განაცხადა, „ეროვნული ხსნის მთავრობის ფორმირებისკენ მოწოდება წარმოადგენს გადატრიალებას კონსტიტუციის და პოლიტიკური პროცესის წინააღმდეგო“. სუნიტი ექსტრემისტები, რომლებსაც ხელმძღვანელობს „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ჯგუფი, უკვე აკონტროლებენ ერაყის ჩრდილოეთსა და დასავლეთში მდებარე არაერთ ტერიტორიას. ახალი, ინკლუზიური მთავრობის ფორმირებისკენ მალიკის მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, რომელიც ამ კვირაში ბაღდადში იმყოფებოდა. მან ასევე მოლაპარაკება გამართა ჩრდილოეთში მდებარე ქურთთა ავტონომიური რეგიონის ლიდერებთან და მათ მოუწოდა ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისკენ. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ ექსტრემისტებმა იერიში მიიტანეს ერაყის ყველაზე დიდ საჰაერო ბაზაზე, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო მრჩეველთა პირველი ჯგუფები ჩადიან, რათა მთავრობის ძალებს სუნიტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში გაუწიონ დახმარება.

XS
SM
MD
LG