Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ასუსტებს აკრძალვას ნედლი ნავთობის ექსპორტზე


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ასუსტებს 40-წლიან აკრძალვას ქვეყნიდან ნედლი ნავთობის ექსპორტზე. ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს გაავრცელა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“. გაზეთის მონაცემებით, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ტეხასის ორ კომპანიას მისცა უფლება, განახორციელონ ნედლი ნავთობის ექსპორტი, რაც შესაძლოა გამოყენებულ იყოს ბენზინის, დიზელისა თუ რეაქტიული ძრავების საწვავის დასამზადებლად. ამერიკიდან ნედლი ნავთობის გატანა, სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყება. აკრძალვა ნედლი ნავთობის გატანის შესახებ ამერიკაში 1973 წელს, არაბული ქვეყნების მიერ დაწესებული ემბარგოს საპასუხოდ მიიღეს. ემბარგო ეხებოდა ნავთობის მიწოდებას იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ისრაელს უჭერდნენ მხარს. ემბარგოს შედეგად ნავთობზე ფასებმა ოთხჯერ მოიმატა, შეერთებულ შტატებში კი ბენზინის დროებითი დეფიციტი გაჩნდა.

XS
SM
MD
LG