Accessibility links

ლიტვის პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს ევროპულ არჩევანს


ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა საქართველის მოქალაქეებს სპეციალური ვიდეომიმართვით მიულოცა ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ. მან აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს ევროპულ არჩევანს, რომელიც არის გზა ევროპული კეთილდღეობისა და მეტი თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. „ლიტვა და ევროკავშირის ყველა სხვა წევრი ქვეყანა თქვენს მტკიცე პარტნიორად ვრჩებით. ეს ჩვენი საერთო შესაძლებლობაა გაგიზიაროთ საუკეთესო, რაც გაგვაჩნია – ღირებულებები და პარტნიორიობა. ეს უდიდესი დღეა ევროპისთვის, რადგან ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ევროპული ცხოვრების წესს", - განაცხადა პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, რომელმაც ვიდეომიმართვა ქართულ ენაზე მილოცვით დაასრულა.

XS
SM
MD
LG