Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის მიუხედავად მოკლეს ხუთი ჯარისკაცი


უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა და, სულ ცოტა, 17 დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედროებსა და სეპარატისტებს შორის ზავის მიუხედავად. უკრაინის სამხედრო წარმომადგენლის ცნობით, სამი ჯარისკაცი შეიწირა დონეცკის ოლქში ქალაქ სლავიანსკთან, არმიის ბლოკ-პოსტზე მოწყობილმა თავდასხმამ. კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა, როცა სეპარატისტებმა იერიში მიიტანეს სამხედრო ბადრაგზე ლუგანსკის რეგიონში. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 27 ივნისს კიდევ 72 საათით გააგრძელა ერთი კვირით ადრე გამოცხადებული ზავი. მაგრამ ზავი ბევრჯერ იქნა დარღვეული. ახლა მისი ვადა 30 ივნისს ამოიწურება. 28 ივნისს სეპარატისტებმა გამოუშვეს ეუთოს ბოლო ოთხი მეთვალყურეც, რომელიც მაისის მიწურულს შეიპყრეს. მათთან ერთად დაკავებული კიდევ ოთხი მეთვალყურე უფრო ადრე იქნა გათავისუფლებული.

XS
SM
MD
LG