Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში დაიღუპა რუსეთის ტელევიზიის ოპერატორი


წუხელ დონეცკში დაიღუპა რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ოპერატორი, ანატოლი კლიანი. როგორც იუწყებიან, მან მუცლის არეში მიიღო ჭრილობა ერთ-ერთ სამხედრო ნაწილთან, სადაც ტელევიზიის გადამღები ჯგუფი იყო მისული რეპორტაჟის მოსამზადებლად. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ თითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოპერატორი საავადმყოფოში გარდაცვალა. ანატოლი კლიანი 68 წლის იყო. ის აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაღუპული უკვე მესამე რუსი ჟურნალისტია. 17 ივნისს ლუგანსკთან დაიღუპნენ ტელეარხ „როსია-1“-ის კორესპონდენტი იგორ კორნელიუკი და ხმის ოპერატორი ანტონ ვოლოშინი.

XS
SM
MD
LG