Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა გრძელდება


უკრაინის მთავრობის ჯარები განაგრძობენ იერიშს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტების წინააღმდეგ მაშინ, როცა უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ემზადებიან ბერლინში შეხვედრისათვის, რათა განიხილონ კრიზისის მოგვარების გზები. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივნის, ანდრეი ლისენკოს დღევანდელი განცხადებით, ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ოპერაციის დროს, რომლის მსვლელობაშიც 100-ზე მეტი თავდასხმა მოაწყეს მეამბოხეების პოზიციებზე და სამი სოფლიდან განდევნეს სეპარატისტები. უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ალექსანდრ ტურჩინოვმა უთხრა კანონმდებლებს, რომ „შეიარაღებული ძალები და ეროვნული გვარდია განაგრძობენ იერიშს ტერორისტებისა და კრიმინალური ელემენტების წინააღმდეგ“. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 30 ივნისს დაასრულა 10-დღიანი ზავი, რომელმაც, პოროშენკოს თქმით, ბევრი ვერაფერი გააკეთა კრიზისის მოსაგვარებლად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის, მერი ჰარფის განცხადებით, რომელიც მან 1 ივლისს გააკეთა, პოროშენკოს აქვს უფლება, დაიცვას თავისი ქვეყანა.

XS
SM
MD
LG