Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში იწყება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი


ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლები ვენაში შეიკრიბნენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების განახლების მიზნით. გეგმით, მხარეებმა 20 ივლისამდე უნდა მიაღწიონ გრძელვადიან შეთანხმებას ამ საკითხზე. ექვსი ქვეყანა - შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია - ირანისაგან მოითხოვს ბირთვული პროგრამის შეკვეცას, რათა მოიხსნას საფრთხე, რომ თეირანი ბირთვულ იარაღს შექმნის. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. მოლაპარაკების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას, ნუ წაუყენებენ ირანს მიუღებელ მოთხოვნებს.

XS
SM
MD
LG