Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნესტრისპირეთი რუსეთთან კავშირებს აღრმავებს


რუსეთი და მოლდავეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონი აცხადებენ, რომ გააფორმეს რამდენიმე შეთანხმება, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს კიშინიოვის მიერ ევროკავშირთან დამყარებული ახალი კავშირების გავლენას. 3 ივლისს რუსეთის ვიცე-პრემიერის, დმიტრი როგოზინის და დნესტრისპირეთის ლიდერის, ევგენი შევჩუკის ხელმძღვანელობით გაფორმდა შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და მეცნიერების სფეროებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „რეგიონული და ეკონომიკური პირობების გართულების გამო“. შევჩუკის შეფასებით, მოლდავეთის მხრიდან ევროკავშირთან კავშირების გაღრმავება მომგებიანზე უფრო მეტად წამგებიანი იქნება. პარალელურად, რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველი ორგანო, როსელხოზნადზორი აცხადებს, რომ 5 ივლისიდან შეზღუდავს მოლდავეთიდან ხორცის იმპორტს, „ვეტერინარულ-სანიტარული მოთხოვნების და ნორმების დარღვევის გამო“. ევროკავშირის შეფასებით, ეს ნაბიჯი სამაგიეროს გადახდას ჰგავს. მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოლდავეთის პარლამენტმა 2 ივლისს მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.

XS
SM
MD
LG