Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავას ოფიციალურად წაუყენეს ორი ახალი ბრალდება


დღეს თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ოფიციალურად წაუყენეს ორი ახალი ბრალდება. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის გარდა, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბრალდებულად ცნეს თვითმმართველობის არჩევნების წინ მარნეულის საოლქო კომისიის წევრებთან კონფლიქტის გამოც. მარნეულის ეპიზოდზე საქმე აღძრულია „ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და იძულების“ მუხლით. თავად უგულავა თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის დაკავებას პოლიტიკური მოტივით მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებად მიიჩნევს. თბილისის ყოფილი მერი 3 ივლისს, დილით დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც ის კიევში გამგზავრებას აპირებდა.

XS
SM
MD
LG