Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერი აცხადებს, რომ მესამე ვადისთვის იბრძოლებს


ერაყის პრემიერ-მინისტრი, ნური ალ-მალიქი აცხადებს, რომ მესამე ვადისთვის იბრძოლებს, მიუხედავად მის მიმართ მზარდი საშინაო და საგარეო ზეწოლისა და პროცესისგან გამიჯვნისკენ მოწოდებებისა. „პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემს კანდიდატურას არასოდეს მოვხსნიო“, აცხადებს მალიქი 4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. მალიქის თქმით, ის ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ დამარცხებულ იქნება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ექსტრემისტული ჯგუფი, რომელსაც დასავლეთ და ჩრდილოეთ ერაყში არაერთი ტერიტორია აქვს დაკავებული. მალიქის ბევრი აკრიტიკებს ამ ჯგუფის მიერ მიღწეული წარმატების გამო. მას უმცირესობებიც ბრალს სდებენ ქვეყანაში ეთნიკური დაძაბულობის გაუარესების გამოწვევაში.

XS
SM
MD
LG