Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე წვრთნებს მართავენ


4 ივლისს შავ ზღვაზე წვრთნები დაიწყეს როგორც ნატომ, ისე რუსეთმა, უკრაინის კრიზისის გამო კრემლსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე. ნატოს წვრთნები მიმდინარეობს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილზე და მოიცავს აშშ-ის, ბულგარეთის, საბერძნეთის, რუმინეთის და თურქეთის ხომალდებს. წვრთნები 13 ივლისამდე გაგრძელდება. რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა 20-მდე ხომალდი და 20-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი განათავსა მანევრების მიზნით, რომლებმაც რაკეტების გაშვებაში წვრთნებიც უნდა მოცვას. სამხედრო წვრთნების ფონია უკრაინის არმიის შეტაკებები პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან, ქვეყნის აღმოსავლეთში. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ანდრეი პარუბი რუსეთს ბრალს სდებს უკრაინის საზღვართან სამხედრო კონტინგენტის გაზრდაში და მათი მხრიდან მეამბოხეებისთვის უკრაინის სასაზღვრო პოსტებზე იერიშის მიტანის საშუალების მიცემაში.

XS
SM
MD
LG