Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი გამორიცხავს კოალიციის შესახებ შეთანხმებას


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, აშრაფ ღანიმ გამორიცხა კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობა თავის მეტოქესთან, აბდულა აბდულასთან ერთად. 5 ივლისს, ჟურნალისტებთან საუბარში ღანიმ განაცხადა „ხალხს ეს საკითხი აწუხებს და მეკითხებიან, შეთანხმებას მივაღწიეთ თუ არა. ჩვენ მკაფიო პასუხი გვაქვს: არანაირი შეთანხმება არ გვაქვსო“. ღანისა და აბდულას შორის დაპირისპირება მნიშვნელოვნად გამძაფრდა 14 ივნისს ჩატარებული მეორე ტურის შემდეგ. კანდიდატები ერთმანეთს ბრალს სდებენ კენჭისყრის პროცესის მანიპულირების მცდელობაში და საკუთარ თავს აცხადებენ გამარჯვებულად და პრეზიდენტის პოსტზე ჰამიდ კარზაის შემცვლელად. ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ პირველადი შედეგების გამოქვეყნება 7 ივლისამდე გადადო. მანამდე პერიოდში კომისია შემოწმებას აწარმოებს სავარაუდო გაყალბების აღმოჩენის მიზნით.

XS
SM
MD
LG