Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა გადაიყვანეს სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში


თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებიდან მეცხრეში გადაიყვანეს. სახალხო დამცველის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, უგულავა 5 ივლისს, გვიან ღამით, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში მოინახულეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა. „ბრალდებული განმარტოებით მოთავსებული იყო დაწესებულების საკარანტინო ნაწილის საკანში. როგორც გიორგი უგულავამ, ასევე დაწესებულების ადმინისტრაციამ განმარტა, პოლიციის ყოფილი თანამშრომლების განთავსების კორპუსში ბრალდებულის გადაყვანის მცდელობას N8 დაწესებულებაში მყოფ პატიმართა მხრიდან ხმაური მოჰყვა, რის შემდგომაც ის კვლავ საკარანტინო ნაწილში დააბრუნეს. ბრალდებულმა გიორგი უგულავამ სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადა, რომ ის უარს აცხადებდა საკვების მიღებაზე და ითხოვდა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში გადაყვანას, ვინაიდან N8 დაწესებულებაში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა“ - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც შემდეგ აღნიშნულია, რომ უგულავა გამთენიისას სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.

XS
SM
MD
LG