Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ კოვალი: დონეცკი და ლუგანსკი სრულად იქნება ბლოკირებული


უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილე მიხაილ კოვალი აცხადებს, რომ დონეცკი და ლუგანსკი სრულად იქნება ბლოკირებული, რათა აიძულონ სეპარატისტები დაყარონ იარაღი. როგორც ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემა იუწყება, ტელეკომპანია „ინტერის“ ეთერში საუბრისას, მიხაილ კოვალმა თქვა, რომ არსებობს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული გეგმაც. „ინტერფაქსის“ ცნობით, სეპარატისტთა მტკიცებით, უკრაინის ავიაცია ბომბავს ლუგანსკის შემოგარენს. თავის მხრივ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენელი ანდრეი ლისენკო გამორიცხავს დასახლებული პუნქტების დაბომბვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ მონაცემებით, უკვე 24 საათზე მეტია, რაც სეპარატისტები ტანკებიდან და ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან ისვრიან ლუგანსკსის აეროპორტის მიმართულებით. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი დმიტრი ტიმჩუკი ფეისბუკზე თავის გვერდზე წერს, ტანკებზე დამაგრებულია უკრაინის დროშები.

XS
SM
MD
LG