Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპმა პატიება სთხოვა მღვდლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლს


რომის პაპმა, ფრანცისკემ მღვდლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლს განუცხადა, რომ მათ მიმართ სასულიმერო პირების მოპყრობა იგივეა, რაც „მკრეხელობის აქტი“ ეკლესიაში, რომელიც განუდგა ღმერთს. ეს 77 წლის პაპმა განუცხადა ბრიტანელ, გერმანელ და ირლანდიელ ექვს პირს, მღვდლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, როცა ისინი არასრულწლოვანნი იყვნენ. პაპმა მათ პატიება სთხოვა და გააკრიტიკა კათოლიკური ეკლესიის ლიდერები, რომლებიც მღვდლების მხრიდან სექსუალური ძალადობს შემთხვევებს მალავდნენ. პაპი თვლის, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ უნდა გამოასწოროს, რაც მოხდა. ეს რომის პაპის პირველი შეხვედრა იყო კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან. ბევრი აქტივისტი და ეკლესიაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უკმაყოფილოა იმით, რომ ვატიკანი საიდუმლოდ ინახავს ამ სფეროში გამოძიების დეტალებს.

XS
SM
MD
LG