Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა უარს აცხადებს მეამბოხეებთან მოლაპარაკებაზე მათ განიარაღებამდე


უკრაინამ უარი განაცხადა პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე მანამ, სანამ მეამბოხეები სრულად არ განიარაღდებიან. 8 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში თავდაცვის მინისტრი, ვალერი ჰელეტეი ამბობს: „მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მეამბოხეები ერთხელ და სამუდამოდ დაყრიან იარაღსო“. უკრაინის არმიის მიერ ბოლო დღეებში მოპოვებული წარმატების შედეგად მეამბოხეების უმრავლესობა იძულებული გახდა უკან დაეხია, დონეცკისკენ და ლუგანსკისკენ. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ არმიას უბრძანა ამ ქალაქებს ალყა შემოარტყან და მეამბოხეებს საშუალება არ მისცენ დამატებითი საბრძოლო აღჭურვილობა მოიმარაგონ. 7 ივლისს შემდგარ სატელეფონო საუბარში აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა რუსეთის პრეზდიენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდეს ზეწოლა მოახდინოს მეამბოხეებზე, რათა ისინი კიევთან მოლაპარაკების გამართვაზე დაიყოლიოს. თეთრი სახლის სხვა განცხადების თანახმად, ბარაკ ობამამ და ფრანსუა ოლანდმა გადაწყვიტეს რომ ევროპამ რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს, თუკი მოსკოვი დაუყოვნებლივ არ გადადგამს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

XS
SM
MD
LG