Accessibility links

logo-print

ბრაზილიაში საფეხბურთო ბილეთების უკანონო გაყიდვისათვის 12 ადამიანი დააკავეს


ბრაზილიის პოლიციამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი 12 ადამიანს, მათ შორის ფიფას პარტნიორი ორგანიზაციის დირექტორს, საფეხბურთო ბილეთების უკანონო გაყიდვაში. დაკავებულებს ბრალი ედებათ საერთაშორისო კრიმინალური კავშირის ჩამოყალიბებაში, რომელიც უკანონოდ ყიდდა საპატიო სტუმრებისათვის განკუთვნილ ბილეთებს და საშვებს. ჯგუფმა, პოლიციის მტკიცებით, ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში 90 მილიონამდე დოლარი გამოიმუშავა.

XS
SM
MD
LG