Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოგდან ბორუსევიჩი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს


თბილისში ვიზიტს განაგრძობს პოლონეთის სენატის მარშალი ბოგდან ბორუსევიჩი, რომელიც დღეს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ბორუსევიჩმა საქართველოს მიულოცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილთან შეხვედრისას ბორუსევიჩმა განაცხადა, რომ პოლონეთი საქართველოს აქტიურად დაუჭერს მხარს ნატოს სექტემბრია სამიტზე, რომელიც უელსში გაიმართება. ბოგდან ბორუსევიჩისა და ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის პარლამენტი სექტემბერში დაასრულებს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურას. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა და ბორუსევიჩმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოსა და პოლონეთის პოლიტიკური თანამშრომლობის მაღალი დონის გამო. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააღრმაოს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები.

XS
SM
MD
LG