Accessibility links

„ჯაშუშობაში ბრალდების“ მიუხედავად ბერლინი და ვაშინგტონი მეგობრებად რჩებიან


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანახმად გერმანია და აშშ-ი „დიდი მეგობრებად“ რჩებიან მიუხედავად ჯაშუშობაში ბრალდებისა, რაშიც გერმანია აშშ-ის დაზვერვას ადანაშულებს. გერმანია-აშშ-ის ურთიერთობა „სტრატეგიული ხასიათისაა“ და ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, - განაცხადა ჯონ კერიმ, რომელიც 13 ივლისს ვენაში გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. მანამდე 11 ივლისს შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და გერმანიის ურთიერთობა „ნდობასა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს“. გერმანიის საგარეო უწყების თავკაცის კომენტარი მოჰყვა ქვეყნიდან აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლის გაძევება, რასაც შტაინმაიერმა „აუცილებელი ზომა“ უწოდა გერმანიის წინააღმდეგ ჯაშუშობის ახალი სამხილების გამო.

XS
SM
MD
LG