Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთები გამოდიან ერაყის სამ ნაწილად გაყოფის ინიციატივით


ერაყი ეს არის „შეუმდგარი სახელმწიფო“, რომელიც უნდა გაიყოს სამ ნაწილად, მათ შორის დამოუკიდებელ ქურთისტანად, აცხადებს "ბიბისისთან" ინტერვიუში, ქურთთა ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფალახ მუსტაფა ბაკერი. მისი სიტყვებით, ერაყში გამწვავებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ცენტრალური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ნური მალიკის და მან თანამდებობა უნდა დატოვოს. სამშაბათს განაახლებს მუშაობას ერაყის პარლამენტი, რომელიც მოსალოდნელია, რომ ახალი ხელისუფლების ფორმირებას შეეცდება. რამდენიმე ხნით ადრე ალ მალიკის მინისტრთა კაბინეტი დატოვეს ქურთთა წარმომადგენლებმა იმ მიზეზით, რომ პრემიერ-მინისტრმა მათ ბრალი დასდო ექსტრემისტთა მხარდაჭერაში.

XS
SM
MD
LG