Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა ახალი სანქციები დაუწესა მოსკოვს


უკრაინის კრიზისის გამო ვაშინგტონმა ახალი სანქციები დაუწესა მოსკოვს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციები მიმართულია რუსეთის საფინანსო და ენერგეტიკული სექტორის, კერძოდ, „გაზპრომბანკის“ და „ვნეშეკონომბანკის“, აგრეთვე კომპანიების „როსნეფტისა“ და „ნოვატეკის“ წინააღმდეგ. აშშ-მა საფინანსო სანქციები დაუწესა რუსეთის სამხედრო მრეწველობის სექტორში მომუშავე კიდევ რვა კომპანიას. მათ შორისაა კონცერნი „კალაშნიკოვი“. ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკებსაც“, დონეცკის თვითგამოცხადებულ პრემიერ-მინისტრს ალექსანდრ ბოროდაის და საწარმო „ფეოდოსიას“, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულისთვის ნედლეულის მთავარი მიმწოდებელია. აშშ-მა საბანკო და სავიზო სანქციები დაუწესა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მე-5 განყოფილების უფროსს სერგეი ბესედას, ყირიმის საქმეთა მინისტრს ოლეგ საველიევს, სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერს სერგეი ნევეროვსა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს იგორ შჩოგოლევს.

XS
SM
MD
LG