Accessibility links

logo-print

მაჰმუდ აბასი მოუწოდებს ისრაელს შეწყვიტოს სახმელეთო შეტევა


პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს სახმელეთო შეტევა ღაზის სექტორზე. ეგვიპტეში სიტყვით გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ ისრაელის ქმედებები მხოლოდ ახალ სისხლისღვრას გამოიწვევს და სამშვიდობო პროცესის წარმართვას გაართულებს. თავის მხრივ შეერთებული შტატები მოუწოდებს ისრაელს იმოქმედოს მაქსიმალურად ფრთხილად, რათა არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია. ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის უფლება დაიცვას თავი, თუმცა ამასთანავე აღნიშნა, რომ აუცილებელია დროულად დამყარდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

XS
SM
MD
LG