Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტაინმაიერი: რუსეთს ბოლო შანსი აქვს დაამტკიცოს, რომ უკრაინაში მშვიდობა სურს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაერმა განაცხადა, რომ მოსკოვს ეძლევა ბოლო შესაძლებლობა დაამტკიცოს, რომ მას მართლაც სურს უკრაინაში მშვიდობა მას მერე, რაც მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა, სავარაუდოდ, რუსეთის სარაკეტო სისტემის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში. შტაინმაიერმა კომენტარი გაკეთა გერმანულ პრესაში 19 ივლისს მას მერე, რაც კანცლერი ანგელა მერკელი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და განუცხადა, რომ უნდა გამოიყენოს თავის გავლენა რუსეთის მომხრე სეპარატისტებზე უკრაინაში. შტაინმაერიც და მერკელიც თვლიან, რომ პუტინმა არ გაკეთა საკმარისი იმისთვის, რომ შეეჩერებინა სეპარატისტი მებრძოლები და იარაღის და მეომრების გაგზავნა რუსეთიდან უკრაინაში. მერკელი და პუტინი შეთანხმდნენ, ორმო ეუთოს დიპლომატებმა პირდაპირი შეხვედრა უნდა გამართონ სეპარატისტებთან, უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენელთან და რუს დიპლომატებთან, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს.

XS
SM
MD
LG