Accessibility links

logo-print

ირანმა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგები გაანადგურა


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მაგატეს თანახმად, ირანმა გასული წლის ნოემბერში ჟენევაში ირანის დელეგაციასა და ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, გაანადგურა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგები. მაგატეს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ირანმა შეასრულა შეთანხმების პირობა, რომელიც 20 ივლისს იწურებოდა, თუმცა გასულ კვირაში ვადა ნოემბრამდე გაგრძელდა. თეირანისგან ითხოვდნენ შეწყვეტილიყო ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრების პროცესი და მომხდარიყო უკვე გამდიდრებული ურანის ტრანსფორმირება. დასავლეთის სახელმწიფოები ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ. თეირანი კი ირწმუნება, რომ ბირთვულ პროგრამას მხოლოდ სამშვიდობო მიზნები აქვს.

XS
SM
MD
LG