Accessibility links

ცნობების თანახმად, უკრაინის ჯარი დონეცკს უტევს


რუსეთის მომხრე სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერის, სერგეი ქავთარაძის ცნობით, უკრაინის სამხედრო ძალები ქალაქ დონეცკს უტევენ. ქავთარაძე თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობის წარმომადგენელია. მისი თქმით, უკრაინის, სულ ცოტა, ოთხი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი ცდილობს ქალაქში შეჭრას. ბრძოლა მიმდინარეობს დონეცკის რკინიგზის სადგურთანაც, რომლისკენაც, ცნობების თანახმად, მეამბოხეების ორი ტანკი მიიწევს. როგორც იუწყებიან, ხალხი გარბის ქალაქის ცენტრიდან. დონეცკის საკრებულომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოსახლეობას მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად შინ დარჩეს და, ბრძოლების გამო, თავი აარიდოს რამდენიმე ქუჩას. უკრაინის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებით, ოპერაცია „აქტიურ ფაზაშია“ და მასზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

XS
SM
MD
LG