Accessibility links

პუტინი მოითხოვს ავიაკატასტროფის ადგილას "უსაფრთხოების დერეფნების" შექმნას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოდის მოწოდებით, შეიქმნას "ჰუმანიტარული დერეფნები" უცხოელი ექსპერტებისათვის, რომლებიც გამოიძიებენ ავიაკატასტროფას აღმოსავლეთ უკრაინაში. პუტინი მოითხოვს ექსპერტების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც. კრემლის ვებსაიტზე 21 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, პუტინი უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს მეამბოხეების წინააღმდეგ ცალმხრივი ზავის შეწყვეტის გამო. ის იმეორებს კიევის მიმართ ბრალდებას: აღმოსავლეთ უკრაინაში 28 ივნისს ბრძოლა რომ არ განახლებულიყო, არც ეს ტრაგედია მოხდებოდაო. მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავმა 17 ივლისს განიცადა კატასტროფა დონეცკის ოლქში. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თვითმფრინავი სეპარატისტებმა ჩამოაგდეს.

XS
SM
MD
LG